ღია კარის დღეები გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია კარის დღეები გრძელდება


1 დეკემბერს ღია კარის დღეების ფარგლებში უნივერსიტეტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის - 130-ე, 147-ე, 155-ე და 169-ე საჯარო სკოლების, მოსწავლეები სტუმრობდნენ.

 

უნივერსიტეტის სკოლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მოსწავლეებს ტრადიციულად თეორიულად და პრაქტიკულადაც გააცნეს თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები, ესაუბრნენ იმ გაცვლითი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულება მათ მხარდასაჭერად ახორციელებს.

 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოსწავლეებს სასწავლო გარემო დაათვალიერებინეს და მეგობართა კლუბშიც გააწევრიანეს.

 

ღია კარის დღეები გრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge