სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი დაიწყო


უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების მოწვეული სპეციალისტი, მაკა კუკავა, ხელმძღვანელობს.

 

პირველი შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართა და მას ექსპერტის მიერ გასაუბრების წესით შერჩეული სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

მეცადინეობაზე განხილულ იქნა საკითხები: ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის როლი და ფუნქციები დაწესებულებაში, ძირითადი სამუშაო აღწერილობები, მისი როლი და მნიშვნელობა; სამუშაოს ეფექტიანობისთვის საჭირო კომპეტენციები და სხვ.

 

სამსაათიანი მეცადინეობის ბოლოს სტუდენტებმა ექსპერტის ფასილიტაციით თეორიულად განხილული საკითხები პრაქტიკულად შეასრულეს და იქვე მისი შედეგებიც შეაჯამეს.

 

მეცადინეობები ყოველ კვირას, ორშაბათობით, გაიმართება.

 

პროექტში საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები მონაწილეობენ.

 

 პროექტის ბოლო მეცადინეობები კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელებთან პანელურ დისკუსიას დაეთმობა.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge