თანამშრომლობის მემორანდუმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან


ინოვაციური განათლება და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის განხორციელებაზე მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ახალი სასწავლო წლიდან უკვე დაიწყო.

 

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმიც ამ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

 

პარტნიორობისა და ურთიერთხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით თანამშრომლობა მოიცავს ისეთი საკითხებზე მუშაობას, როგორიცა: ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, მათ შორის, სტრტაპების მხარდაჭერა და ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სკოლების ბაზაზე ბლოკჩეინ ლაბორატორიის შექმნის ხელშეწყობა; მხარეების აკადემიური, პროფესიული, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობა; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, ასევე, ამ საკითხების კვლევის მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა და სხვ.

 

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის მიზნით ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

 

მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია „ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში“ და უპასუხა მათ შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge