საჯარო ლექცია „ჭარბწონიანობა და სიმსუქნე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია „ჭარბწონიანობა და სიმსუქნე“


14 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მარინე შაქარაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ჭარბწონიანობა და სისუქნე“.

 

ლექციაზე განხილულ იქნა საკითხები: ჭარბი წონა და სიმსუქნე - 21-ე საუკუნის მედიკო-სოციალური პრობლემა, სიმსუქნის მიზეზები, რისკფაქტორები, სიმსუქნის ხარისხი, სხეულის მასის ინდექსი, ცვლილებები ორგანიზმში სიმსუქნის დროს, გართულებები, სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - დიეტა, მედიკამენტოზური და ოპერაციული თერაპია.

 

აღნიშნული პათოლოგიის გარდა აქცენტი ისეთ საკითხებზეც გაკეთდა როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობისა და სწორი კვების მნიშვნელობა.

 

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა თეგეთაშვილი - a.tegetashvili@gruni.edu.ge