სტუდენტები - საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები - საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში


13 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას ეწვივნენ.

 

პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებს მეგზურობა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა ქაჯაიამ გაუწია. ის სტუმრებს სასახლის ისტორიის, არქიტექტურისა და რეზიდენციის ტერიტორიაზე განლაგებული მონუმენტების შესახებ ესაუბრა.

 

სტუდენტებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზიც მოინახულეს, რომელიც ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის არის განკუთვნილი.

 

სტუმრებს გულთბილად შეხვდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. შეხვედრაზე მან თავისი საინტერესო გამოცდილების შესახებ უამბო მომავალ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს და წარმატება უსურვა მათ.

 

დასასრულს სკოლის დეკანმა ანა ფირცხალაშვილმა საპარლამენტო მდივანს სამახსოვროდ უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები გადასცა.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge