უნივერსიტეტი ფოთის სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტი ფოთის სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა


10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ღია კარის დღეების ფარგლებში ფოთის №1, № 2, №3, №11 და №15 სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს მასპინძლობდა. მათ მეგზურობას ის სტუდენტები უწევდნენ, რომლებმაც თავის დროზე აღნიშნული საჯარო სკოლები დაამთავრეს.

 

მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესახებ.

 

პირველკურსელებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ახლდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ჯაკონია.

 

აღნიშნული ვიზიტის შემდეგ ფოთის სხვა სკოლების მოსწავლეებიც გეგმავენ უნივერსიტეტში სტუმრობას.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge