სტუდენტთა ზრდის პერსპექტივის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებად უნივერსიტეტს ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება/ინტეგრირება მიაჩნია.
ახალგაზრდებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით მუდმივად მიმდინარეობს უნივერსიტეტის სკოლების თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან ბიზნესის და მართვის სკოლის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ლიზი გორგაძე და დავით ვაჩიბერაძე პროფესიულ პრაქტიკას გადიან სატრანსპორტო კომპანიაში “ABU JORJIA”.
კომპანიაში სტუდენტები ეუფლებიან ლოჯისტიკის მიმართულებით როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ოპერაციების დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკულ ასპექტებს, წარმატებით ახორციელებენ მოლაპარაკებებს კომპანიის პოტენციურ კლიენტებთან.
“ABU JORJIA” უკვე 11 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანია საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის სტუდენტებს მათთან მუშაობის პროცესში განავითარონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, გამოიმუშაონ კომუნიკაციისა და ოპერატიულობის მაღალი უნარი.
კომპანიის მთავარი წარმატება მზარდი საერთაშორისო კონტაქტებია, სადაც სტუდენტებს უწევთ როგორც მშობლიურ, ასევე, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე მოლაპარაკებების წარმართვა და ტვირთების შეკვეთა.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ მოცემულ კომპანიაში.
საკონტაქტო პირი: ვასილ კიკუტაძე, v.kikutadze@gruni.edu.ge