საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება:
- გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული/ფრანგული) – 2018 წლის 13 ნოემბერს, 16:00საათზე;
- რეფერატის ან გამოცემული ნაშრომის დაცვა - 2018 წლის 15 ნოემბერს, 16:00 საათზე;
უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატს შორის - 2018 წლის 21 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3 (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13-ე კმ.)