უნივერსიტეტის სტუდენტები საფრანგეთში აგრძელებენ სწავლას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის სტუდენტები საფრანგეთში აგრძელებენ სწავლას

მობილობის საერთაშორისო პროცესში უნივერსიტეტის აქტიურად ჩართვა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და სწავლებისა და კვლევის კარგი გამოცდილება მიიღოს.

 

ამ მიზნით უნივერსიტეტი უკვე წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა, მათ შორის, საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან.

 

მიმდინარე წლის ოქტომბერში უნივერსიტეტის სამი სტუდენტი - მარიამ ბანძელაძე, ანა ნორაკიძე და მარი ოდიშელიძე საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ.

 

მარიამ ბანძელაძე ნანტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ანა ნორაკიძე და მარი ოდიშელიძე კი კლერმონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ჩაირიცხნენ.

 

უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან რევიშვილი, წელს ქალაქ ლილის უნივერსიტეტის პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სკოლის სამაგისტრო პროგრამას ამთავრებს.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze @gruni.edu.ge