Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
ღია საუბრები თამილა მახარაძესთან ერთად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია საუბრები თამილა მახარაძესთან ერთად


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში შშმ სტუდენტის თამილა მახარაძის ინიციატივით დაიწყო ღია საუბრების ციკლი: “პიროვნების გაცნობიერება - ვინ ვარ მე?“

 

პირველი შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან 29 ოქტომბერს გაიმართა.

 

შეხვედრაზე თამილა მახარაძემ ისაუბრა თავისი ცხოვრებისა და ზოგადად საზოგადოებაში პიროვნების როლსა და მნიშვნელობაზე, იმ მენტალიტეტზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს შშმ პირების მიმართ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

 

უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში ასეთი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge