26,27,29 ოქტომბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფეხბურთის ტრადიციული შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი „რობაქიძის თასი“.
ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობდა.
29 ოქტომბერს გამართულ ფინალური შეხვედრაზე წარმატებული ასპარეზობისთვის საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა გაინაწილა: პირველი ადგილი ერგო „აუთსაიდერს“, მეორე ადგილი - „ნიგერებს“, მესამე ადგილი „აკაცუკს“. შესაბამისად, რობაქიძის თასის მფლობელი გახდა გუნდი "აუთსაიდერები". მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკა კერვალიშვილი, ხოლო საუკეთესო მეკარედ - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი თორნიკე გოგოლაძე.
ჩემპიონატის მხარდამჭერი იყო ენერგეტიკული სასმელი „BOOM“-ი.
საკონტაქტო პირი: ელენე ბაკურაძე - 598 72 46 26