უნივერსიტეტში ღია კარის დღეები დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში ღია კარის დღეები დაიწყო

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია კარის დღეები დაიწყო.

 

ღია კარის დღეების ფარგლებში, უნივერსიტეტი მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მთელი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და წარჩინებული სტუდენტები მოსწავლეებს გააცნობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასა და სასწავლო პროცესს, აგრეთვე, სასწავლო ლაბორატორიებს. 

 

აბიტურიენტები მიიღებენ ინფორმაციას იმ ფინანსური მხარდაჭერისა და შეღავათების თაობაზეც, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს.

 

სასწავლო გარემოს გასააცნობად მოსწავლეებს სტუდენტური თვითმმართველობა უმასპინძლებს.

 

 

უნივერსიტეტში ვიზიტის გრაფიკი:

 

სამართლის სკოლა - ყოველი კვირის ხუთშაბათი - 15:00 – 17:00 სთ.

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა - ყოველი კვირის სამშაბათი, ხუთშაბათი 15:00-18:00 სთ.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა - ყოველი კვირის ორშაბათი, ხუთშაბათი - 14:00-18:00, სამშაბათი - 11:00 -17:00 სთ.

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი 11:00 – 17:00 სთ.

 

მედიცინის სკოლა - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 11:00 – 14:00 სთ.

 

ყოველი შაბათს უნივერსიტეტის ყველა სკოლა გიმასპინძლებთ უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, 14:00-დან – 17:00 საათამდე. 

 

ღია კარის დღეები 2019 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება

 

შენიშვნა:

მედიცინის სკოლას კვირის განმავლობაში ეწვიეთ მისამართზე: ჯანო ბაგრატიონის 6 .

ყველა სხვა სკოლას კი - უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში: ირინა ენუქიძის #3 (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.)