24 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქველმოქმედო აქცია - გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე! გაიმართა.
უნივერსიტეტში უანგარო დონაციის დღე ტრადიციად 1992 წელს დამკვიდრდა და ყოველწლიურად სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი სხვა ადამიანების გადასარჩენად მონაწილეობენ ამ აქციაში.
წელს ეს ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა და ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. უნივერსიტეტის 32 სტუდენტმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა გაიღო სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@grunio.edu.ge