უნივერსიტეტი იწყებს ფრანგული ენის ინტენსიური სწავლების კურსს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტი იწყებს ფრანგული ენის ინტენსიური სწავლების კურსს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან იწყებს ფრანგული ენის ინტენსიური სწავლების კურსს.

 

კურსის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების ფრანგული ენის ცოდნის დონის გაღრმავება, რაც საშუალებას მისცემს მათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

 

გასაუბრება გაიმართება ქართულ ენაზე, შერჩევა განხორციელდება აკადემიური მაჩვენებლებისა და მოტივაციის შესაბამისად.

 

კურსის ღირებულება სრულად დაფინანსდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

ჯგუფი დაკომპლექტდება 15 სტუდენტით.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე

 

რეგისტრაცია დასრულდება 22 ოქტომბერს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე - t.gagoshidze@gruni.edu.ge