Graduation 2018

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Graduation 2018


5 ოქტომბერს უნივერსიტეტმა საზეიმოდ გააცილა თავისი კურსდამთავრებულები და ამით კიდევ ერთი თაობა დაემშვიდობა დედა უნივერსიტეტს.

 

დასრულდა საინტერესო სტუდენტური წლები ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში. 

 

მანტიებში გამოწყობილი ასობით სტუდენტი შეიკრიბა ამ დღეს უნივერსიტეტის ეზოში და პედაგოგებთან, მშობლებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა სწავლის დასრულება.

 

საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გზა დაულოცა კურსდამთავრებულებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი „ალმა-მატერის“ დიდი ოჯახის წევრად რჩება.

 

ამაღელვებელი იყო დიპლომების გადაცემის ცერემონიაც, კურსდამთავრებულები თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ უნივერსიტეტსა და აღმზრდელ პედაგოგებს.

 

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა ტრადიციას არ უღალატეს და უნივერსიტეტისა და თავიანთი მეგობრების წინაშე ფიცის დადების შემდგომ, შეასრულეს ქუდების აყრის რიტუალი.

 

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 

საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია m.lomia@gruni.edu.ge