ახალი, 2018-2019, სასწავლო წელი დაიწყო. უნივერსიტეტის რექტორატი, აკადემიური სკოლები და ადმინისტრაცია საგანგებოდ მოემზადნენ პირველკურსელთა მისაღებად. საზეიმო დახვედრის შემდგომ სტუდენტებთან გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა, საღამოს კი პირველკურსელთათვის ტრადიციული Welcome Party.
ღონისძიების პირველი, ოფიციალური ნაწილი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გახსნა, მან გზა დაულოცა და სწავლაში წარმატება უსურვა სტუდენტებს. ისაუბრა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნივერსიტეტმა ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინა და რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიონალებად და წარმატებულ მოქალაქეებად აღზრდას.
სწავლის დაწყება პირველკურსელებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს და ტრადიციისამებრ, ესტაფეტა ოფიციალურად გადააბარეს მათ.
პირველკურსელთა ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად გაჟღერდა უნივერსიტეტის სტუდენტური ჰიმნი.
მეორე-მუსიკალური ნაწილი, Incontact-Band -ის შესრულებით წარიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები -ოთიკო ანდრიაძე დაა შოთიკო ფუტკარაძეც მონაწილეობდნენ. მათი დამსახურებით ღონისძიება უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდა.
ღონისძიებას მისტერ და მის ალმა მატერი -2017, შოთიკო ფუტკარაძე და ნინი ფერაძე უძღვებოდნენ.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge