29 სექტემბერს უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2018-ის ფარგლებში თბილისის 23-ე, 98-ე, 24-ე და 150-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
ფესტივალი გახსნა და მოსწავლეებს მიესალმა უნივერსიტეტის პრორექტორი გულიკო გალდავა.
ფესტივალზე უნივერსიტეტმა ორი მიზნობრივი სამეცნიერო თემატური შოუ - „საგამოძიებო სიმულაცია“ და „ჯანმრთელი ღიმილი ყველას“, წარმოადგინა.
მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიას, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუკეთესოა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, გაიმართა პროფესიული ტრენინგი სიმულაციებით, თემატური ვიქტორინა, რომელსაც უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია დეკანოზიშვილი.
საინტერესოდ წარიმართა სტომატოლოგიის სამეცნიერო თემატური შეხვედრაც. სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი მოსწავლეებს ესაუბრა სტომატოლოგიის შესახებ და გააცნო ამ სპეციალობის სწავლების პრაქტიკული ნიუანსები, კერძოდ, მოსწავლეებმა წარმოდგენილ მულაჟებზე კბილის მკურნალობისა და ამოღების პრაქტიკული მაგალითები იხილეს. დასასრულ კი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოსწავლეებს პრაქტიკული რჩევები და შესაბამისი დანიშნულება მისცეს პირის ღრუს მოვლისა და კბილების მკურნალობის თაობაზე.
მიზნობრივ აქტივობებში გამარჯვებულები უნივერსიტეტის პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დასასრულ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სპორტულ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების სტუმრებისათვის გაიმართა საზეიმო ფურშეტი.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge