დასაქმება სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმება სტუდენტებისათვის


26 ოქტომბერს კომპანია “ARVATO BERTELSMANN”-ის წარმომადგენლები ეწვივნენ უნივერსიტეტს დასაქმების საკითხებზე სასაუბროდ. სტუდენტებთან შეხვედრაზე მენეჯერმა გვანცა ყიფშიძემ ახალგაზრდებს გააცნო კომპანიის საქმიანობა და სპეციალურად მათთვის მომზადებული დასაქმების შეღავათიანი პაკეტი. ამავე დროს უპასუხა შეკითხვებს სტუდენტების კარიერული ზრდის, შრომის ანაზღაურების, სამუშაო სპეციფიკისა და პირობების შესახებ.

 

“არვატო” ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სერვისპროვაიდერი კომპანიაა კლიენტთა მომსახურების სფეროში. ინტეგრირებული მომსახურების თაობაზე „არვატოს“ 70 000-ზე მეტი თანამშრომელი ბიზნესკლიენტებს 40-მდე ქვეყანაში უწევს კონსულტაციას.

 

კომპანია ქართულ ბაზარზე 2 წელია საქმიანობს და მის მიერ 3 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

 

დღეისათვის კომპანია “Arvato”- მ საქართველოში 400- მდე ადამიანი  დაასაქმა.

 

 

საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - m.tsiklauri@gruni.edu.ge