საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის მე-9 ნაკადს:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA მინიმუმ - 3.0);
- აგრეთვე იმ პირებისათვის, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოაღნიშნული აკადემიური მოსწრებით და სწავლის დასრულებიდან არ არის გასული 2 წელიწადზე მეტი.
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი-თანხმობა შესაბამისი ფორმით უნდა შეავსონ მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე.
საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - m.tsiklauri@gruni.edu.ge, 598980250