გილოცავთ!!!
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო!
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტმა შვიდივე სტანდარტის მიხედვით დადებითი შეფასება დაიმსახურა და კიდევ ექვსი წლით მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება.
ეს წარმატება უნივერსიტეტის თითოეულ წევრს - მის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ეკუთვნის, რადგან სწორედ ისინი, თავისი პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით, ქმნიდნენ უნივერსიტეტის წარმატებულ ისტორიას.
დღეიდან, უნივერსიტეტი განვითარების ახალი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით შეუდგება თავის საქმიანობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მან უფრო დიდ სიმაღლეებს უნდა მიაღწიოს და, რაც მთავარია, აღზარდოს თანამედროვე, მოაზროვნე და საჭირო კომპეტენციით აღჭურვილი თაობები, რომლებიც ხვალ თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებენ ჩვენი ქვეყნის მომავლზე.
წარმატებას ვუსურვებთ უნივერსიტეტსა და მის თითოეულ წევრს, თითოეულ სტუდენტს!
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას!
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge