გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა Erasmus+ -ის პროგრამაში და ახალი სასწავლო წლიდან განაგრძობს თანამშრომლობას პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტთან.
კერძოდ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები გაზაფხულის სემესტრში პოლონეთში ისწავლიან.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის იწყება ტურიზმის, ბიზნესადმინისტრირებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა შერჩევა.
მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრს მეილზე: international@gruni.edu.ge