Erasmus + პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის სტუდენტები ელენე კაშია და მარიამ წიქარიშვილი ერთი სემესტრით სწავლობდნენ პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში. სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სემესტრი და დაბრუნდნენ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მასპინძელი უნივერსიტეტის Erasmus-ის კოორდინატორმა მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას და გამოთქვა მზადყოფნა ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების ფარგლებში, კვლავაც მიავლენს სტუდენტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
საკონტაქტო პირი: international@gruni.edu.ge