Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, მ/წ ივნისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ლელა გიორგაძე ერთი კვირით იმყოფებოდა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში. ქართველმა პროფესორმა პოლონელ სტუდენტებს ლექციები წაუკითხა შემდეგ თემებზე: კულტურული ტურიზმი, გიდობის ხელოვნება და მდგრადი ტურიზმი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტი მადლობას უხდის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტს თანამშრომლობისათვის.
საკონტაქტო პირი: international@gruni.edu.ge