პოლონეთის უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო კურსი დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პოლონეთის უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო კურსი დასრულდა

ლაზარსკის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: სიტორაბონუ რუზიევამ, აიბეკ ისმაილოვმა და ანა მალანოვსკამ წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მართვის სკოლაში და მშობლიურ სასწავლებელს დაუბრუნდნენ.

 

პოლონეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამის - Erasmus + -ის, ფარგლებში 2018 წლის პირველი მარტიდან სწავლობდნენ საქართველოში.

 

თავიანთი შთაბეჭდილებები საქართველოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შესახებ მათ ვიდეომიმართვით გაუზიარეს ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და მეგობრებს.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის სტუდენტებს თანამშრომლობისათვის და უსურვებს წარმატებას.