სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერთა გადამზადების შემაჯამებელი სხდომა ბათუმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერთა გადამზადების შემაჯამებელი სხდომა ბათუმში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერთა მომზადების სასწავლო კურსის განხორციელებას.

 

მიმდინარე წლის 29 ივნისს უნივერსიტეტის აჭარის წარმომადგენლობაში (ბათუმი) გაიმართა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონების საავადმყოფო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და კლინიკის მენეჯერთა გადამზადების მორიგი სასწავლო კურსის შემაჯამებელი სხდომა.

 

მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროგრამის ხელმძღვანელს ოთარ გერზმავასა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს საინტერესო კურსისათვის.

 

მსმენელებს გადაეცათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი მოწმობები.

 

უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ბაზაზე უკვე ჩატარდა ამ სახის ოთხი ექვსკვირიანი სასწავლო კურსი.