გაცვლითი პროგრამა „ერაზმუს +“-ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები პოლონეთის უნივერსიტეტებში სწავლასთან ერთად საინტერესო სტუდენტური ცხოვრებითაც ცხოვრობენ, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, შეისწავლიან პოლონეთის ისტორიას, კულტურას, იძიებენ საინტერესო ამბებს ამ ქვეყნის, მისი ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ. თანამშრომლობენ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებთან, იძენენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, იმდიდრებენ თვალსაწიერსა და ცოდნას.
პროექტის - „სტუდენტების თვალით დანახული ქალაქის ამბები“, ფარგლებში პოლონურ ჟურნალში „ეხო დნია“ გამოქვეყნდა სტატია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის ამირან პარასკევაშვილის თვალით დანახული ქალაქ კიელცეს, მისი ტრადიციების, კულტურისა და ხალხის შესახებ.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge