უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებელ კომპონენტად დიდი ხანია იქცა სოციალური აქტივობა, რომელიც მომავალ საჯარო მმართველს ადამიანთა მიმართ სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობასა და აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას უვითარებს.
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები ხოსიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ხშირად სტუმრობენ და ხანძრისაგან დაზიანებულ სახლში, გაუსაძლის პირობებში მყოფ ცხრა ბავშვსა და მათი მძიმე სენით დაავადებულ დედას ცხოვრებას უხალისებენ.
25 ივნისს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა ხოსიაშვილების პატარებს ტკბილეული, ოჯახს კი პირველადი მოხმარების პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ნახევრად დანგრეულ, საფრთხისშემცველ სახლში მცხოვრები ხოსიაშვილების ოჯახი კეთილი ადამიანებისაგან კვლავ ელის დახმარებას.
სიკეთე გადამდებია.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge