დასაქმება სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმება სტუდენტებისათვის


სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან.

 

ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომლებმა: დავით წინწკალაძემ - გენერალური დირექტორის მრჩეველმა, მაია ბლიაძემ - შერჩევის განყოფილების უფროსმა, ნინო მელიქიძემ და ქეთევან ჯაფარიძემ - HR დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებს გააცნეს აქტიური ვაკანსიები და დასაქმებისათვის ბანკის მიერ შემოთავაზებული სწავლებისა და სიმულაციურ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობების პირობები, ანაზღაურება და სპეციალურად სტუდენტებისათვის მომზადებული შეღავათები.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა და ბანკის თანამშრომლებმა ასევე ისაუბრეს: სწავლებისა და პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ; სტუდენტთა უნარებზე მორგებული კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ; სამუშაო პირობებისა და გარემოს შესახებ, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს საფუძვლიანად დაეუფლონ საბანკო პროდუქტებს.

 

შეხვედრის ბოლოს, წარმოდგენილი ვაკანტური პოზიციებით დაინტერესებული სტუდენტები გაესაუბრნენ და პირადი მონაცემები გადასცეს ბანკის თანამშრომლებს.

 

შეხვედრა მოამზადა უნივერსიტეტის დასაქმების კოორდინატორმა მარიამ წიკლაურმა.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge