ინტერნაციონალური საღამო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერნაციონალური საღამო


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ინტერნაციონალური საღამო გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს, მისი კულტურისა და თავისებურებების გაცნობას.

 

სტუდენტებმა საქართველოს თითოეული კუთხე საინტერესოდ წარმოადგინეს და უცხოელებს ქართული კულტურა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, თავისებურებები, სუფრა, სამოსი, სიმღერა და ცეკვა გააცნეს. უცხოელმა სტუდენტებმა ქართული სამზარეულოც დააგემოვნეს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

 

ღონისძიების დასასრულს პოლონელმა და უზბეკმა სტუდენტებმა მასპინძლებს თავიანთი ქვეყნები გააცნეს და მადლობა გადაუხადეს გულთბილი, ამაღელვებელი საღამოსა და საჩუქრებისათვის.

 

უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ საღამოში სტუდენტების გარდა მონაწილეობდნენ: ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, პოლონეთის საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის ანსამბლი „ორლენტა“, აფხაზეთის მთავრობასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: „ აგუძერა“, „ ალაშარა“, „ შარათინ 1“.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო ღონისძიების მომზადებისათვის და ჟიურის სახელით მაღალი შეფასება მისცა და გამარჯვებულად გამოაცხადა კახეთის კუთხე.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge