თბილისის საკრებულოს დეპუტატები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თბილისის საკრებულოს დეპუტატები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ


თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

დეპუტატებმა სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევები, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მათ შორის, ისაუბრეს: მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, გარევაჭრობის, გამწვანებისა და გარემოს დაცვის შესახებ.

 

ლევან ჟორჟოლიანმა მუნიციპალური სამართლის საკითხები მიმოიხილა და ქალაქის მმართველობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს როლის შესახებ ესაუბრა ახალგაზრდებს.

 

აღინიშნა, რომ ლექციის მიზანი ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.

 

ნინო ლაცაბიძემ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა პროექტში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

 

სტუდენტებმა დეპუტატებს მათ მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტი გააცნეს, მათ შორის, „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ და თანამშრომლობაც შესთავაზეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

საკონტაქტო პირი: მ. ლომია m.lomia@gruni.edu.ge