გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ლაზარსკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ლაზარსკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს


18 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე წარადგინა პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და 2016 წლის პროგრამის - Erasmus +, დასრულების შედეგები.

 

პრეზენტაციაში მონაწილეობდა 2016 წლის პროექტში გამარჯვებული სტუდენტი, დოქტორანტი თამთა ნარსია, აგრეთვე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები: პროფესორი გივი ამირანაშვილი და ვლადიმერ ბურჭულაძე. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა ლაზარსკის უნივერსტეტში მიღებული გამოცდილების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ თამთა ნარსიამ, რომელიც ლაზარსკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა, შეისწავლა პოლონური ენა და ახლა უკვე ამ ენაზე განაგრძობს ურთიერთობასა და თანამშრომლობას ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან.

 

პროფესორმა გივი ამირანაშვილმა, პოლონეთში ერთკვირიანი სალექციო კურსის ჩატარების შემდეგ, ამ ქვეყნის განათლების პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო გრ.რობაქიძის სტუდენტებს.

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვლადიმერ ბურჭულაძემ უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტს გაუზიარა ლაზარსკის უნივერსტეტში მიღებული გამოცდილება, რაც განსაკუთრებით დაეხმარა დასაქმებისა და IT დეპარტამენტებს.

 

დასასრულ, პროექტის მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული შთაბეჭდილებები და ისაუბრეს ლაზარსკის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც.

 

პროექტის მონაწილეებმა ამომწურავად უპასუხეს სტუდენტებისა და თანამშრომლების შეკითხვებს და გამოთქვეს ლაზარსკის უნივერსტეტში სწავლის ერთი სემესტრით გაგრძელების სურვილი.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტი მადლობას უხდის ლაზარსკის უნივერსტეტს თანამშრომლობისა და პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე; international@gruni.edu.ge