გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დასრულდა ზურაბ ასანიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში.
ტრადიციული შიდასაუნივერსიტეტო ასპარეზობა უნივერსიტეტის ახალ, კეთილმოწყობილ სპორტულ მოედანზე გაიმართა და სამ დღეს გაგრძელდა. მასში 9 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა.
კვირას, 20 მაისს, ფინალურ შეხვედრაზე წარმატებული ასპარეზობისათვის საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა გაინაწილა:
I ადგილი ერგო გუნდს „ლომები“;
II ადგილი - გუნდს „27“;
III ადგილი - გუნდს „ გრუნი“.
უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ „ლომებს“ სპეციალური თასი და მედლები გადასცა, ზურაბ ასანიძის მეგობრებმა კი - ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით;
მეორე ადგილის მფლობელებს გადაეცათ 100 ლარი, სპეციალური თასი და მედლები;
მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ თასი და მედლები.
ასპარეზობისას გამოვლინდა საუკეთესო მეკარე და საუკეთესო თავდამსხმელი. საუკეთესო მეკარის წოდება მიიღო ნიკა გვარამაძემ, საუკეთესო თავდამსხმელის კი - სამართლის სკოლის სტუდენტმა გიორგი თამაზაშვილმა. ზურაბ ასანიძის მეგობრებისაგან მათაც 100-100 ლარი მიიღეს.
ტურნირი წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის ზურაბ ასანიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაფუძნდა და ყოველწლიურად სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაზაფხულზე ტარდება.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge