გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტები Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით პოლონეთიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად ტურიზმის XI საერთაშორისო გამოფენის - EXPO BATUMI 2018-ის, მუშაობაში მონაწილეობდნენ.
სტუდენტთა სასწავლო-პრაქტიკულ ტურს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი.
გამოფენაში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, პოლონეთის 80–მდე ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო მათი ტურისტული სერვისები, პროდუქცია და აღჭურვილობა.
ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილება მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება იყო. ისინი გაეცნენ ამგვარი ბაზრობების მომზადებისა და გამართვის სპეციფიკასა და ტურისტული პროდუქციის წარმოდგენის ტექნოლოგიას.
ამავე დროს, სტუდენტებმა დაგეგმეს ტური და დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, არქეოლოგიური მუზეუმი, გონიოს ციხე, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ბათუმის პიაცა, ბულვარი, ანბანის კოშკი და სხვა ღირსშესანიშნაობები. გაეცნენ აჭარის ტურისტულ–რეკრეაციულ რესურსებს და დააგემოვნეს ადგილობრივი სამზარეულო.
ეწვივნენ უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას, რომელმაც სტუდენტების მოწონება დაიმსახურა.
ბათუმში ვიზიტი საინტერესო და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge