სოსო ვახტანგიშვილის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოსო ვახტანგიშვილის საჯარო ლექცია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის წევრის სოსო ვახტანგიშვილის საჯარო ლექცია.

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საქართველოში პოლიტიკური ვითარების, დღეს არსებული კონფლიქტებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ. აგრეთვე, შეაფასა სახელმწიფო მმართველობის, როგორც ინსტიტუციის, საქმიანობა და მიმოიხილა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, დაასაბუთა მისი გაზიარების აუცილებლობა და დადებითი შედეგები.

 

საჯარო ლექციის თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის. სტუმარმა ამომწურავად უპასუხა მათ ყველა შეკითხვას.

 

სოსო ვახტანგაშვილმა გამოთქვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - 571129797