ალმა მატერის რჩეული

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის რჩეული


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საერთო ინტერესი - ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობისა და ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების შესახებ.

 

28 აპრილს 23-ე საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა პირველი კონფერენცია: “თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფრანგული ენის სწავლებისას“.

 

კონფერენციის მონაწილეთათვის უნივერსიტეტმა დააწესა პრიზი ნომინაციით „ალმა მატერის რჩეული“, რომელიც ჟიურის წევრმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ გაგოშიძემ გადასცა კონფერენციის მონაწილეს, ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელს სოფიო მურუსიძეს.

 

ნომინაციაში გამარჯვებულის საკონფერენციო ნაშრომი დაიბეჭდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე - t.gagoshidze@gruni.edu.ge