გასვლითი სასწავლო ტური ძველ თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი სასწავლო ტური ძველ თბილისში


საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის აქტიურად ჩართვა ახალგაზრდებს შრომითი საქმიანობის დაგეგმვაში, პროფესიული მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში ეხმარება.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის ექსკურსიათმცოდნეობის მიმართულების პედაგოგმა ლელა გიორგაძემ სტუდენტებისთვის ძველ თბილისში გასვლითი, საჩვენებელი სასწავლო ტური ჩაატარა. სტუდენტებმა მოინახულეს ძველი თბილისის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები: აბანოთუბანი, ლეღვთახევი, მეიდანი, შარდენი, ერეკლეს ქუჩა, მშვიდობის ხიდი, ვახტანგ VI-ის სტელა, შავთელის ქუჩა, ანჩისხატის ეკლესია და სხვა. ტური 4 საათი მიმდინარეობდა.

 

ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების გარდა სასწავლო ტურს ესწრებოდნენ ბიზნესის, ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის სტუდენტები და Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ჩამოსული პოლონელი სტუდენტი ანია მალანოვსკა.

 

ექსკურსიათმცოდნეობის სალექციო კურსი მოიცავს საფეხმავლო, სატრანსპორტო და სამუზეუმო გიდობის ხელოვნების ათვისების პრაქტიკულ ასპექტს. დაგეგმილი ტურის შემდეგ სტუდენტები თავად ატარებენ საჩვენებელ ტურებს, რითაც ემზადებიან მომავალი პროფესიის უკეთ დაუფლებისთვის.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge