კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

1. სამართლის სკოლა

ადმინისტრაციული სამართალი

პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული

ასისტენტ პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული

სისხლის სამართალი

პროფესორი- ორი საშტატო ერთეული

კერძო სამართალი

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი - ოთხი საშტატო ერთეული

კერძო სამართალი

ასისტენტი-სამი საშტატო ერთეული

კონსტიტუციური სამართალი

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

საჯარო სამართალი (საერთაშორისო საჯარო სამართალი)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

2. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

მედია მენეჯმენტი

ასისტენტ-პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული

სამაუწყებლო მედია, პრაქტიკული კურსი (ტელევიზია)

ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

ფილოსოფია

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

პედაგოგიკა

პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული

ინგლისური ენა

პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული

ლიტერატურული მიმდინარეობა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

3. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

პოლიტიკის მეცნიერება

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

4. ბიზნესისა და მართვის სკოლა

ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციული ტექნოლოგიები

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

ბათუმის წარმომადგენლობისათვის:

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

საჯარო მმართველობა

ასოცირებული-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

პოლიტიკის მეცნიერებები

ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

მენეჯმენტი

ასოცირებული-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.

2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.

4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში ექსპერტულ ან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის, არანაკლებ, 6 და საგანმანათლებლო საქმიანობის, არანაკლებ, 2 წლის გამოცდილება. ხოლო ასოცირებულ პროფესორად - პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 და საგანმანათლებლო საქმიანობის, არანაკლებ, 1 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით (პროფესორისთვის არანაკლებ სამი სამეცნიერო/კვლევითი ნაშრომი/პუბლიკაცია). ასისტენტ-პროფესორად არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად არჩეული იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

  • აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები:
  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი ;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა;
  • ადმინისტრაციულ/ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/ მონოგრაფია/ სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/ მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
  • ციტირება

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ .

  • პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

  • ორი ფოტოსურათი;
  • განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

ი) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

კ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით

შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 28 მაისს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკადრო რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge ; n.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV)ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge,