სტუდენტები - საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები - საქართველოს პარლამენტში


საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები, დეკანის - ანა ფირცხალაშვილის, ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბექა ნაცვლიშვილთან ერთად განიხილეს შრომის ინსპექციის, საპენსიო რეფორმისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები. დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღეს პასუხები.

 

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს პარლამენტის ისტორიული შენობა, პატივი მიაგეს შიდა ეზოში გასაბჭოების დროს დაღუპული იუნკერების მემორიალს, ესტუმრნენ იქვე არსებულ სამლოცველოს.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge