გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო პრობლემების სამეცნიერო მეთოდური ცენტრი რამდენიმე წელია ახორციელებს ექიმთა, კერძოდ, კლინიკის მენეჯერთა გადამზადების, პროგრამას.
სასწავლო კურსი ხორციელდება უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობითა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნის ყველა საავადმყოფო დაწესებულებაში კლინიკის მენეჯერთა ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. დღეს სამედიცინო დაწესებულებებში ამ ფუნქციას გამოცდილი ექიმები ასრულებენ და მათ ესაჭიროებათ გადამზადება ისეთ სპეციფიკურ სპეციალობაში, როგორიცაა ჯანდაცვის მენეჯერი.
უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ბაზაზე უკვე ჩატარდა ამ სახის 4 ექვსკვრიანი სასწავლო ციკლი, რომელშიც თბილისის, იმერეთის, სამეგრელოს და სხვა რეგიონების საავადმყოფო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მენეჯერები მონაწილეობდნენ.
24 მარტს სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელები გრ.რობაქიძის უნივერსიტეტში მორიგ სასწავლო შემაჯამებელ სხდომაზე შეიკრიბნენ. მსმენელებმა წარმოადგინეს საუკეთესო საკურსო ნაშრომები:
- „ძუძუს კიბოს გავრცელების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“, მომხსენებელი კურსის მსმენელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი პაატა ხორავა;
- „საკეისრო კვეთის შემცირებისკენ მიმართული მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტურობის შეფასების შედეგები“, მომხსენებელი, კურსის მსმენელი თათია მელიქიძე;
შეხვედრის დასასრულს მსმენელებს გადაეცათ სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობები.