პროექტი: „გახდი იურისტი - 2018“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი: „გახდი იურისტი - 2018“ დასრულდა


უნივერსიტეტში “Teen academy”-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „ გახდი იურისტი“, წარმატებით დასრულდა.

 

17 მარტს პროექტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის საჯარო ლექციით დაიხურა.

 

სოფიო კილაძე მოსწავლეებს ესაუბრა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ, გააცნო მათ ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, მოისმინა მოსწავლეების მოსაზრებები და უპასუხა მათ შეკითხვებს.

 

ამასთან ერთად, პროექტის ფინალურ შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული პრეზენტაციები და უნივერსიტეტის ისტორია დაარსებიდან დღემდე.

 

"გახდი იურისტი" 4 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25 საჯარო და კერძო სკოლის 150-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ყოველ შაბათს უნივერსიტეტის კამპუსში მოსწავლეებისათვის იმართებოდა საჯარო ლექციები სამართლის სხვადასხვა დარგის ფარგლებში, რომლებსაც წარმართავდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტები.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებიც.

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კრიმინალისტიკის ლაბორატორიასაც, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საუკეთესო სასწავლო ლაბორატორიას წარმოადგენს.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა პროექტ - "გახდი იურისტის" ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებასა და სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებას.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - 599509696