უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო სიმპოზიუმზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო სიმპოზიუმზე


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბელა კოპალიანი მონაწილეობდა „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის“ ექსპერტთა მე-20 გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სიმპოზიუმის -,,მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისთვის - 2018“, მუშაობაში, რომელიც იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

 

საერთაშორისო სიმპოზიუმისა და ექსპერტთა მრგვალი მაგიდის შეხვედრების მიზანი იყო ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარება მეცნიერებს შორის. ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და პროფესიონალებს შორის დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერკულტურული დიალოგი და ამ პროცესებში კულტურული მემკვიდრეობის ეფექტური გამოყენება, ტურიზმის განვითარება, ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა და სხვ.

 

ასამბლეამ უმასპინძლა 23 ქვეყნის 250 მონაწილეს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მკვლევრებსა და პროფესორებს, განსახილველ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს.

 

ბელა კოპალიანმა საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგინა მოხსენება, მან მონაწილეებს გააცნო საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@ gruni.edu.ge