ა(ა)იპ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს - "ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისათვის".
პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისათვის.
თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად დარეგისტრირებისა და გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ქიუჩინგ სესიებს. ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
- მოლაპარაკებების წარმოება;
- ბიზნეს კომუნიკაცია;
- პრეზენტაციის უნარები;
- საჯარო გამოსვლის ტექნიკა;
- დროის მართვა და სხვა.
პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ მიმდინარე წლის 20 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ ბმულზე : სარეგისტრაციო ფორმა - ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის, www.ICDC.ge
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
გაიარონ მაღალი დონის ტრენინგები, გამოიმუშავონ პრაქტიკული და სპეციფიკური უნარები და მიიღონ ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ.
ფინალური დებატებისთვის შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნესკომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, გაეცნობიან აქტიურ ახალგაზრდებს და მათთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, მოიპოვებენ აღიარებას და გახდებიან ცნობილები დამსაქმებლებისათვის. იმუშავებენ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან. სამუშაო ენაა ქართული.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - 599 776771