გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობის ინიციატივა ეკუთვნის სკოლას, უნივერსიტეტით მათი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ საგანმანათლებლო გარემომ და მრავალფეროვანმა ქართულ-ფრანგულმა პროგრამებმა, რომლებიც ალმა მატერს გააჩნია. ფრანკოფონურ საუნივერსიტეტო სააგენტოსთან უნივერსიტეტის თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ურთიერთობებს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლამაც გასული წლის სექტემბერში დაიბრუნა ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სკოლის სტატუსი.
ამდენად, პერსპექტივებზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ინტერესი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ წარმატებულ თანამშრომლობას.
მემორანდუმით დაიგეგმა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც: კერძოდ, სკოლის სწავლების პროცესში სტუდენტების მონაწილეობა და უნივერსიტეტის პროექტებში მოსწავლეების ჩართვა. მიზნობრივი ღონისძიებების გამართვა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის მოსწავლეების მომზადება.
ხელმოწერის ცერემონიას 23-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოსწავლეებს გააცნო სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამები და ის გარემო, რომელშიც მომავალი თაობა იზრდება და პროფესიონალად ყალიბდება.
მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771