სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ვიზიტი გერმანიაში


უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი კომპონენტია სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ევროპაში და ყოველწლიურად სხვადასხვა წარმატებული უნივერსიტეტის ლექცია-სემინარებში მონაწილეობა.

 

18-23 თებერვალს, უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტები გერმანიას ეწვივნენ.

 

მათ მონაწილეობა მიიღეს ვურცბურგის, იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში გამართული ზამთრის სკოლის - "ევროპული სამართალი და პოლიტიკა", ლექცია-სემინარებში და უცხოელ სტუდენტებთან ერთად მოისმინეს ლექციები ევროპული კონკურენციის სამართლის, საბანკო სამართლის, ევროკავშირის პოლიტიკური და ინტელექტუალური სამართლის, ევროკავშირის პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

ზამთრის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ქართველ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ბამბერგის, ვურცბურგის, ნიურბერგისა და ფრანკფურტის ღირშესანიშნაობები.

 

აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის რვა სტუდენტი: მარიამ კარიაული, ბექა ხიმშიაშვილი, თეკლა ორთოიძე, გვანცა მოისწრაფეშვილი, ლექსო კულუა, ნატა ხარებავა, გიორგი ცეცხლაძე და სალომე ოღაძე; სამართლის სკოლის სტუდენტი თამთა ჯინჭარაძე.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge