გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ევროპულმა სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სკოლის სწავლა-სწავლების პროცესში;
- ერთობლივი მიზნობრივი ღონისძიებების, საჯარო ლექციების/კონფერენციების, სემინარების/ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვა თემატური აქტივობების ორგანიზება/გამართვა;
- უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა სასკოლო კვლევებში;
- საუნივერსიტეტო და სასკოლო კლუბებისა და შემოქმედებითი სახელოსნოების თანამშრომლობა;
- საგანმანათლებლო რესურსებთან ორმხრივი წვდომა;
- მოსწავლეების საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის მომზადება.
საზეიმო ცერემონიაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ წარმატებული უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმატებულ სკოლასთან ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთნაირი - ევროპული, ხედვა და ღირებულებები გააჩნია.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოსწავლეებს გააცნო სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამები და ის გარემო, რომელშიც მომავალი თაობა იზრდება და პროფესიონალად ყალიბდება.
მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ.
თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობისას სკოლის პედაგოგების მიერ აღინიშნა, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის Teen Academy-ში ჩართვა მომავალი პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
უნივერსიტეტმა სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ხელმოწერის ცერემონიას ევროპული სკოლის დირექტორი სოფიო ბაზაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771