უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ტურისტული კომპანიების ბაზრის კვლევაში მონაწილეობენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ტურისტული კომპანიების ბაზრის კვლევაში მონაწილეობენ


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის კვლევას იწყებს.

 

 უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ კვლევაში ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის 5 სტუდენტიც მონაწილეობს.

 

კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

 

კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა და ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები და სხვ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ფირანაშვილი და სტუდენტები: ქეთევან აბალოიძე და ხატია ზურაბაშვილიც ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოში ტურიზმის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, კვლევაში სტუდენტთა მონაწილეობის საკითხი და კვლევის პროცესთან დაკავშირებული დეტალები.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი - m.piranashvili@gruni.edu.ge