შეხვედრა „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯერთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯერთან


მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების აღზრდა და მათ დასაქმებაზე ზრუნვა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი სისტემატურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან.

 

17 იანვარს უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდის“ რეკრუტინგის მენეჯერთან - ნინო ადამაშვილთან.

 

მოწვეული სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა სააქციო საზოგადოების დაარსებისა და საქმიანობის შესახებ, გააცნო მათ ორგანიზაციაში არსებული ვაკანსიები, ანაზღაურების ფორმა და, სპეციალურად, სტუდენტებისათვის შედგენილი სამუშაო განრიგი.

 

ამავე დროს, ნინო ადამაშვილმა, სტუდენტებთან ერთად, განიხილა სააქციო საზოგადოებაში ახალგაზრდების კარიერული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.

 

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ 2018 წელს აფართოებს წარმოებას და გეგმავს 100-ზე მეტი ახალი მაღაზიის გახსნას.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599 776 771