ადამიანის უფლებების დაცვის კვირეული დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ადამიანის უფლებების დაცვის კვირეული დასრულდა


ადამიანის უფლებების დაცვის სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართული დასკვნითი საპანელო დისკუსიითა და 2017 წლის ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

 

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით. აღინიშნა, აგრეთვე, ამ მიმართულებით არსებული საერთო პრობლემები და ქართული რეალობისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

 

კვირეულის მონაწილე უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა განვითარებასა და დაცვაში შეტანილი წვლილისათვის 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველად დასახელდა ანა ნაცვლიშვილი.

 

კვირეულის დახურვის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული უკვე მეოთხე წელია იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ საკითხებზე უნივერსიტეტებს შორის მოსაზრებათა ურთიერთგაცვლაა.

 

კვირეულის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და, კანონის წინაშე, თანასწორობის განმტკიცება.

 

კვირეულის მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.