ERASMUS + გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ERASMUS + გრძელდება


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, რომელიც 2015 წლიდან თანამშრომლობს პროგრამა „ERASMUS +“ - თან, დღეისათვის ევროპის 6 სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული ინსტიტუციური ხელშეკრულება გაცვლითი პროგრამის განხორციელების თაობაზე და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

 

7 დეკემბერს უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus Student Network Tbilisi ISU - ESN Tbilisi ISU-ის წარმომადგენლებისა და სტუდენტების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. სტუმრებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს „ERASMUS +“ -ის გაცვლითი პროგრამის დეტალები, კერძოდ, პროგრამაში ახალგაზრდების მონაწილეობის, აპლიკაციის მომზადებისა და მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით გადალახვისათვის გასათვალისწინებელი საკითხები.

  

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა Erasmus Student Network Tbilisi-ის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები დაუსვეს.

 

ღონისძიებას  სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

პროგრამა „Erasmus+” წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც აფინანსებს სტუდენტთა მობილობას ევროკავშირის ქვეყნებს, პროგრამის წევრ ქვეყნებსა (ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა) და პარტნიორ ქვეყნებს (მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს) შორის.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - 599 776 771