ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო დროს თბილისში მოსწავლეებს შორის განვითარებულმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული სერიოზული პრობლემები, რამაც განაპირობა კიდეც ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა.
სოფიო კილაძემ სტუდენტებს გააცნო კომიტეტის ინიციატივით მომზადებული ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსის პროექტის მიზნები, მოქმედების სფერო და ისაუბრა მის ძირითად ასპექტებზე: ოჯახში ბავშვთა აღზრდის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ბავშვის მხარდაჭერის, საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცვის, ინპექტირების ინსტიტუტის შემოღებისა და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს სოფიო კილაძემ უპასუხა შეკითხვებს და სერტიფიკატები გადასცა პროექტის - „გახადე ჩემი ქალაქი უკეთესი“, მონაწილე საუკეთესო სტუდენტებს.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599 776 771